ბაიდენი ევროკავშირის სამიტის ფარგლებში გამართულ ონლაინ შეხვედრას დაესწრო

ბაიდენი ევროკავშირის სამიტის ფარგლებში გამართულ ონლაინ შეხვედრას დაესწრო

1609121
ბაიდენი ევროკავშირის სამიტის ფარგლებში გამართულ ონლაინ შეხვედრას დაესწრო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს აშშ-ევროკავშირის ურთიერთობების აღორძინების შესახებ გზავნილი მისცა.

თეთრი სახლის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაიდენი ევროკავშირის სამიტის ფარგლებში გამართულ ონლაინ შეხვედრას დაესწრო.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების შეხვედრაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჩარლ მიშელი, ბაიდენმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის არსებული ურთიერთობების აღორძინებისადმი თავისი ერთგულება კიდევ ერთხელ გამოხატა.

განცხადების მიხედვით, ბაიდენმა დასძინა, რომ ძლიერი ევროკავშირი აშშ-ს ინტერესებში შედის და ხაზი გაუსვა საერთო დემოკრატიული ღირებულებების და მსოფლიოში უდიდეს სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორობის მნიშვნელობას.

აშშ-ს პრეზიდენტმა მოუწოდა მჭიდრო თანამშრომლობისკენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა, კლიმატის ცვლილების საფრთხის მოგვარება, ეკონომიკური კავშირების გაღრმავება, არა ავტოკრატიების არამედ დემოკრატიების გადამწყვეტი როლი და სხვა.

”პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოხატა სურვილი, რომ ჩინეთისა და რუსეთის ჩათვლით ერთად იმუშაონ საერთო საგარეო პოლიტიკის ინტერესებზე. გარდა ამისა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთის, სამხრეთ კავკასიის, აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ ბალკანეთის საკითხებზე ევროკავშირსა და აშშ-ს შორის კონტაქტები უნდა გაგრძელდეს.“ - ნათქვმია განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები