მერკელი: „თურქეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანაა“

მერკელი: „თურქეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანაა“

1608448
მერკელი: „თურქეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანაა“

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, განაცხადა, რომ თურქეთი არა მხოლოდ ნატოს მოკავშირე და პარტნიორია, არამედ ევროკავშირის მოსაზღვრე სტატეგიულად მნიშნელოვანი ქვეყანაა.  

მერკელმა, ბუნდესტაგში გამოსვლის დროს განაცხადა, რომ  ევროკავშირის ლიდერების სამიტზე ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობები და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის  საკითხი განიხილეს.

„ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირის გაფართოება და კეთილდღეობა შესაძლებელია მხოლოდ ევროკავშირის გარეთ ჩვენს მეზობლებთან კარგი ურთიერთობის საშუალებით. ეს განსაკუთრებით ეხება ნატოს წევრ თურქეთთან მრავალმხრივ ურთიერთობებს,“ განაცხადა გერმანიის კანცლერმა. მან ასევე აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელიმ ამ მრავალმხრივი ურთიერთობების შესახებ ანგარიში მოამზადა.

„აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, არსებული სიტუაციის მიუხედავად, თურქეთის მხრიდან საბერძნეთთან ხელმეორედ დიალოგის დაწყება, კარგის მომასწავლებელია. რაც შეეხება კვიპროსის საკითხს, მოლაპარაკებები, 5+1-ს შორის გაეროს ზედამხედველობით გაგრძელდება. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ გერმანიაში მრავალი თურქი წარმოშობის მოქალაქე გვყავს, ამიტომ ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა არსებობს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ვროკავშირსა და თურქეთს შორის მაღალი დონის დიალოგის განახლება აუცილებელია,“ განაცხადა მერკელმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლის დროს.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #მერკელი

მსგავსი ინფორმაციები