მაკრონი: "თურქეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა"

ემანუელ მაკრონი: "თურქეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა"

1607338
მაკრონი: "თურქეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა"

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ თურქეთი მიგრაციის საკითხში მნიშვნელოვანი მოკავშირეა და ევროკავშირის ქვეყნებს თურქეთთან ერთად მუშაობისკენ მოუწოდა.

ფრანგულ სატელევიზიო არხ France 5-სთვის მიცემულ ინტერვიუში ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის ქვეყნები შემდეგი სიტყვებით გააფრთხილა: „თუ თურქეთი კარს გახსნის, 3 მილიონი ლტოლვილი გეყოლებათ.“

მისივე თქმით, თურქეთი მიგრაციის საკითხში მნიშვნელოვანი მოკავშირეა და ნატოს წევრ და მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორ თურქეთთან დიალოგი საჭიროა.

მაკრონმა დასძინა, რომ თუ ევროკავშირი თურქეთს ეტყვის, რომ „თქვენთან არ ვიმუშავებთ, მოლაპარაკებები აღარ არის“, თურქეთმა შესაძლოა ერთ ღამეში კარი გახსნას და ევროკავშირი უცებ 3 მილიონი ლტოლვილის პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს.



მსგავსი ინფორმაციები