ბანგლადეშში, როჰინჯა მუსლიმების ბანაკში ძლიერი ხანძარი გაჩნდა

არის მსხვერპლი

1607332
ბანგლადეშში, როჰინჯა მუსლიმების ბანაკში ძლიერი ხანძარი გაჩნდა

ბანგლადეშში, მიანმარის საზღვართან მდებარე ბალუჰალის ლტოლვილთა ბანაკში, სადაც როჰინჯა მუსლიმები არიან განთავსებული,  გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაშავდა. დაუდგენელი მიზეზით გაჩენილი ხანძარი სწრაფად მოედო ლტოლვილთა საცხოვრებელ ბამბუკის ქოხებს და ათასობით სახლი დაიწვა. ბირმას ადამიანის უფლებათა ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა (BHRN) კიავ ვინმა განაცხადა, რომ ხანძრის შედეგად განადგურდა დაახლოებით 15,000 თავშესაფარი.

ცნობისათვის, მიანმარის ხელისუფლების მიერ დევნილ მილიონამდე როჰინჯა მუსლიმთა უმეტესი ნაწილი ბანგლადეშის სამხრეთში მდებარე ლტოლვილთა ბანაკებში, ძირითადად, 2017 წლიდან ცხოვრობს. 2017 წლიდან მოყოლებული ბანგალდეშს შეფარებულ არაკანელ მუსლიმთა რიცხვი  900 ათასს გასცდა.



მსგავსი ინფორმაციები