საფრანგეთში კოვიდ-19-ის მესამე ტალღა დაიწყო

საფრანგეთში კოვიდ-19-ის მესამე ტალღა დაიწყო

1602921
საფრანგეთში კოვიდ-19-ის მესამე ტალღა დაიწყო

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსიიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) მესამე ტალღა დაიწყო. მან ამის შესახებ ეროვნულ ასამბლეაში გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ეპიდემიის ერთგვარ მესამე ტალღაში ვიმყოფებით, რომელიც ვირუსის სხვადასხვა ვარიანტებით ხასიათდება“, განაცხადა ჟან კასტექსიიმ.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პანდემიის დაძლევა მხოლო და მხოლოდ ინტენსიური ვაქცინაციის პროცესით იქნება შესაძლებელი.

მეორეს მხრივ, გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის შემთხვევბის ზრდის გამო შესაძლოა შეზღუდვებთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილებები მიიღონ.



მსგავსი ინფორმაციები