აშშ-მ ვენესუელელ მიგრანტებს „დროებითი დაცვის სტატუსი“ მიანიჭა

აშშ-მ ვენესუელელ მიგრანტებს „დროებითი დაცვის სტატუსი“ მიანიჭა

1597544
აშშ-მ ვენესუელელ მიგრანტებს „დროებითი დაცვის სტატუსი“ მიანიჭა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ამ ქვეყანაში ვენესუელიდან ჩასულ დაახლოებით 320 ათას მიგრანტს „დროებითი დაცვის სტატუსი“ მიანიჭა.

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტიდან გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ვენესუელა 2022 წლის სექტემბრის თვემდე დროებითი დაცვის სტატუსის მინიჭებულ ქვეყნების სიაში შეიყვანეს. ამავე ინფორმაციით, ვენესუელის მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად ამერიკაში იმყოფებიან და შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ამ სტატუსიტ ისარგებლებენ.

განცხადებაში ასევე აღნიშნულის, რომ ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია ვენესუელაში უჩვეულო და დროებითი ვითარებით, რაც ხელს უშლის ხალხის უკან დაბრუნებას.

არაოფიციალური მონაცემებით აშშ-ში 320 ათასი ვენესუელელი მიგრანტია.


საკვანძო სიტყვები: #მიგრანტები , #ვენესუელა , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები