აფეთქებები სამხედრო ბაზაზე

დაიღუპა 17 კაცი

1596914
აფეთქებები სამხედრო ბაზაზე

აფრიკის კონტინენტზე მდებარე ეკვატორული გვინეის ქალაქ ბატაში, რომელიც მსხვილ ეკონომიკურ დასახლებას წარმოადგენს, გუშინ დილით მის სამხედრო ბაზაზე ზედიზედ მომხდარი 4 აფეთქების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 420 დაშავდა. გარდა ამისა, ყაზარმის მახლობლად მრავალი სახლი მიწასთან გასწორდა, ხოლო მატერიალური ზარალი მიიღო ახლო პარკირებულმა მრავალმა ავტომანქანამ. ხელისუფლება შიშობს რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება, რადგან, დაჭრილთა შორის ზოგიერთების მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა. ქეყნის პრეზიდენტმა თეოდორო ობიანგ ნგუემამ სახელმწიფო ტელევიზიით გამოსლისას განაცხადა, რომ აფეთქებები მოხდა დინამიტისა და საბრძოლო მასალების შენახვაზე პასუხისმგებელი დანაყოფის დაუდევრობის გამო



მსგავსი ინფორმაციები