მსოფლიო თურქეთს სამძიმარს და თანადგომას უცხადებს

მსოფლიო თურქეთს სამძიმარს და თანადგომას უცხადებს

1595490
მსოფლიო თურქეთს სამძიმარს და თანადგომას უცხადებს

გუშინ, ბითლისში ჩამოვარდნილი სამხედრო ვერტმფრენის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების გამო თურქეთს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მეთაურები და მაღალჩინოსნები სამძიმარს უცხადებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სოციალურ ქსელში პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მისამართით სამძიმრის წერილი გაავრცელა, რომელშიც იგი წერს: „სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ჯარისკაცების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია მივიღეთ. თქვენ, დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს და თურქ ხალხს აზერბაიჯანის მოსახლეობის სახელით სამძიმარს ვუცხადებ. დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.“

მომხდართან დაკავშირებით, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ერსინ თათარმა, როგორც პრეზიდენტ ერდოღანს ასევე ეროვნული თავდაცვის მინისტრ, ჰულუსი აქარს ტელეფონით დაუკავშირდა და სამძიმარი გამოუცხადა. სამძიმრის წერილი გაავრცელა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც და მან როგორც პრეზიდენტ ერდოღანს, ასევე თურქ ხალხს მიუსამძიმრა.

ბითლისში ჩამოვარდნილ ვერტმფრენთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაავრცელეს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა,  დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ახალი ზელანდიის და ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, თურქული საბჭოს გენერალურმა მდივანმა და სხვა ქვეყნების მაღალჩინოსნებმა. საკითხთან დაკავშირებით სამძიმრის წერილები გაავრცელეს ასევე ანკარაში უცხო ქვეყნების დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა.  



მსგავსი ინფორმაციები