ბაიდენსა და ობრადორს შორის შეხვედრა გაიმართა

ჯო ბაიდენმა მექსიკის სახელმწიფოს მეთაურთან ონლაინ შეხვედრა გამართა

1593290
ბაიდენსა და ობრადორს შორის შეხვედრა გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მექსიკის სახელმწიფოს მეთაურ, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორთან, ონლაინ შეხვედრა გამართა, სადაც ორი ქვეყნის ურთიერთობები შეაფასეს და განიხილეს საკითხები, რომელიც ორივე მხარეს აშფოთებს.

ბაიდენმა დასძინა, რომ მექსიკასთან ურთიერთობები მნიშვნელოვანია და დაამატა: "ჩვენ ვუყურებთ მექსიკას, როგორც სამხრეთ საზღვარზე მდებარე ჩვენს თანასწორ ქვეყანას. ის, რასაც თქვენ აკეთებთ, დიდ გავლენას მოახდენს დასავლეთ ნახევარსფეროს იერსახეზე".-დასძინა ბაიდენმა.

მან აღნიშნა, რომ ვიცე-პრეზიდენტის პერიოდში ლათინურ ამერიკაში 16 ვიზიტიდან 4 მექსიკაში განახორციელა და რომ მას წარმოდგენა აქვს ამ ქვეყნის ხალხისა და სტრუქტურის შესახებ.

"აშშ და მექსიკა უფრო ძლიერია, როდესაც ისინი ერთად დგანან. ჩვენ არ ვიყავით სრულყოფილი მეზობლები ერთმანეთისთვის, მაგრამ უფრო უსაფრთხოები ვიქნებით, თუ ერთად ვიმუშავებთ."-თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.


საკვანძო სიტყვები: #მექსიკა , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები