ზალმაი ხალილზადი ავღანეთსა და კატარს ეწვევა

აშშ ავღანეთში სამშვიდობო მოლაპარაკებებს აახლებს

1592851
ზალმაი ხალილზადი ავღანეთსა და კატარს ეწვევა

ავღანეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარგზავნილი, ზალმაი ხალილზადი, ავღანეთს და აკატარს ეწვევა. ავღანეთში ვიზიტის დროს იგი შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს ქვეყნის ხელისუფლებასთან და  „თალიბებთან“ გამართავს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ  „ავღანეთში მშვიდობის დამყარების შესახებ“ ხელშეკრულებას აშშ-სა და თალიბებს შორის  კატარის დედაქალაქ დოჰაში, 2020 წლის 29 თებერვალს მოეწერა ხელი.

ცნობისათვის, ავღანეთში მშვიდობის დამყარების მიზნით დოჰაში 6 იანვარს დაწყებული მოლაპარაკებები, თალიბების დელეგაციის 26 იანვარს რეგიონის ქვეყნებში ვიზიტის გამო დროებით შეჩერდა რა, შეხვედრების მეორე ეტაპი 22 თებერვალს განახლდა.



მსგავსი ინფორმაციები