თურქეთმა, სომხეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაგმო

თურქეთმა, სომხეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაგმო

1590684
თურქეთმა, სომხეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაგმო

თურქეთმა, სომხეთში განხორციელებული სამხედრო გადატრიალების მცდელობა მკაცრად დაგმო.

ოფიციალური ვიზიტით ბუდაპეშტი მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ,  უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ ისინი მსოფლიოს რომელ კუთხეში და მხარეშიც არ უნდა მოხდეს გადატრიალების მცდელობა, წინააღმდეგი არიან და ყველა მსგავს ფაქტს მკაცრად გმობენ.

ცნობისათვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი, რომელმაც მანამდე მისი გადადგომა მოითხოვა. ფაშინიანმა გენერალური შტაბის უფროსის ასეთი ქმედება გადატრიალების მცდელობად შეაფასა.

ჩავუშოღლუმ პრესკონფერენციის დრის ისიც განაცხადა, რომ  პიტერ სიიარტოსთან შეხვედრის დროს თურქეთის და ევროკავშირის დღის წესრიგში არსებული მრავალი საკითხი განიხილეს.



მსგავსი ინფორმაციები