იაპონიაში "მარტოობის მინისტრი" დანიშნეს

იაპონიაში, სადაც თვითმკვლელობები გაიზარდა ახალი ტიპის კორონავირუსის გამო "მარტოობის მინისტრი" დანიშნეს

1590761
იაპონიაში "მარტოობის მინისტრი" დანიშნეს

იაპონიაში, სადაც თვითმკვლელობები გაიზარდა ახალი ტიპის კორონავირუსის გამო, პრემიერ-მინისტრმა სუგამ "მარტოობის მინისტრად" დანიშნა ტეცუში საკამოტო, რომელიც რეგიონალური მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.

იაპონიაში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში სოციალური ცხოვრება თითქმის შეჩერდა, რის გამოც საზოგადოებამ სულ უფრო მეტი სტრესი და მარტოობა იგრძნო.

ქვეყანაში სუიციდის შემთხვევებმა მოიმატა. თვითმკვლელობის შემთხვევების ზრდის თავიდან ასაცილებლად, იაპონიის პრემიერ მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ რეგიონალური განვითარების მინისტრი, ტეცუში საკამოტო, მარტოხელა ხალხის პრობლემებზე პასუხისმგებელ მინისტრად დანიშნა.

საკამოტომ ახალ მოვალეობასთან დაკავშირებულ პირველ განცხადებაში აღნიშნა: "პრემიერ-მინისტრმა სუგამ დამავალა საკითხის შესწავლა და შესაბამის სამინისტროსთან კოორდინაციის გზით ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავება. იმედი მაქვს, რომ განვახორციელებ საქმიანობას სოციალური იზოლაციის თავიდან ასაცილებლად და ხალხებს შორის კავშირების დასაცავად."



მსგავსი ინფორმაციები