აშშ დაკავებული ამერიკელების საკითხზე თეირანს დაუკავშირდა

აშშ დაკავებული ამერიკელების საკითხზე თეირანს დაუკავშირდა

1588133
აშშ დაკავებული ამერიკელების საკითხზე თეირანს დაუკავშირდა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა, განაცხადა, რომ ირანში დაკავებული ამერიკელების გამოხსნის საკითხზე თეირანს დაუკავშირდნენ.

სალივანმა, ამერიკულ ტელეარხ CBS-ის ჟურნალისტთან საუბრისას აშშ-ირანის ბოლოდროინდელი ურთიერთობები შეაფასა და ირანში დაკავებული ამერიკის მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე განაცხადა: „ამ საკითხზე ირანელებთან კონტაქტი დავიწყეთ. ირანს ამ თემაზე პასუხი ჯერ-ჯერობით არ გაუცია. უსამართლო და უკანონო გზებით ამერიკელების დაკავების ფაქტს არ შევეგუებით.“

აშშ-ს პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ასევე დასძინა, რომ მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი აღკვეთონ ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობა.

ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმების კვლავ ამოქმედებისთვის მზად არის მოლაპარაკებების დასაწყებად.


საკვანძო სიტყვები: #თეირანი , #ირანი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები