მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 110 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 110 მილიონს გადააჭარბა

1586696
მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 110 მილიონს გადააჭარბა
super foto fransa korona fransa.jpg

ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 2 მილიონ 452 ათას 750-ს, ვირუსით დაავადებულთა 110 მილიონ 848 ათასს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა 85 მილიონ 796 ათასს გადააჭარბა.

ეპიდემიის ეპიცენტრში, აშშ-ში, გარდაცვლილთა რიცხვი 505 ათას 309-მდე, ინფიცირებულთა კი 28 მილიონ 523 ათას 520-მდე გაიზარდა.

დიდ ბრიტანეთში ვირუსის გამო ბოლო 24 საათის განმავლობაში 454 ადამიანი დაიღუპა და 12 ათას 57 დაავადდა. ქვეყანაში იმ ადამიანთა რიცხვმა, ვისაც კოვიდ -19-ის ვაქცინის პირველი დოზა გაუკეთდა 16 მილიონ 423 ათასს გადააჭარბა, აქედან 573 ათას 724-მა ვაქცინის მეორე დოზაც მიიღო.

იტალიაში ბოლო 24 საათში ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 347-ით 94 887-მდე, ინფიცირებულთა კი 13 ათას 762-ით 2 მილიონ 765 ათას 412-მდე გაიზარდა.

საფრანგეთში ბოლო 24 საათში 271 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდ -19-ის გამოდა 22 ათას 501 ახალი შემთხვევით დაფიქსირდა.



მსგავსი ინფორმაციები