ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს მოსთხოვა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ნავალნი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს მოსთხოვა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ნავალნი

1586179
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს მოსთხოვა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ნავალნი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს მოსთხოვა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, რომელსაც თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთს მიმართ მოთხოვნა ალექსეი ნავალნის განთავისუფლების შესახებ 20 იანვარს გაკეთდა და 21 იანვარს მოითხოვეს ინფორმაცია ნავალნის, განსაკუთრებით პატიმრობის პროცესში დაცვისთვის გატარებული ზომების და ნავალნის საპატიმრო პირობების შესახებ და იმის თაობაზე არის თუ არა მისი სიცოცხლე რისკის ქვეშ.

განცხადების მიხედვით, რუსეთმა 26 იანვარს განაცხადა, რომ ნავალნი იმყოფება ისეთ ადგილზე, რომლის სათანადო მონიტორინგი ხდება და აქვს კამერები, ახორციელებს სატელეფონო ზარებს და ესაუბრება მის ადვოკატებს, ნავალნიმ კი 3 თებერვალს სასამართლოს ხაზგასმით განუცხადა, რომ რუსეთის მიერ მიღებული ზომები საკმარისად არ უზრუნველყოფს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელეობის უსაფრთხოებას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლომ რუსეთს მოსთხოვა ნავალნის დაუყოვნებლად გათავისუფლება.

განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 16 თებერვალს შიდა რეგლამენტის 39-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვიტა აცნობოს რუსეთს, რომ მან ნავალნის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისთვის დროებითი ღონისძიება მიიღო და აღინიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაითვალისწინა ნავალნის სიცოცხლის რისკის მასშტაბები და ხარისხი.

რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მოთხოვნით, მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ნავალნის წინააღმდეგ აღძრული საქმე დასრულდა, სასამართლომ ნავალნიის 3.5 წლიანი პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა იმ მოტივით, რომ იგი არ ასრულებდა სასამართლოს კონტროლის მოთხოვნებს.

სასამართლომ ნავალნის შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვის გათვალისწინებით, დარჩენილი სასჯელის ციხეში გატარების გადაწყვეტილება მიიღო.



მსგავსი ინფორმაციები