მორიგი თავდასხმა პოლიციელებზე

არის მსხვერპლიც

1584536
მორიგი თავდასხმა პოლიციელებზე

ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ფარიაბის პროვინციაში, ალმარის რაიონში განხორციელებული ბომბიანი თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით 7 პოლიციელი დაიღუპა. ფარიაბის პროვინციის პოლიციის სამმართველოს პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციით, ალმარის რაიონის ცენტრში პოლიციის ავტომობილის გადაადგლების დროს, გზაზე წინასწარ ჩამონტაჟებული ბომბი აფეთქდა, შედეგად 7 პოლიციელი დაიღუპა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის აუღია.



მსგავსი ინფორმაციები