ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენს ტელეფონით ესაუბრა

ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენს ტელეფონით ესაუბრა

1572013
ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენს ტელეფონით ესაუბრა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, ტელეფონით ესაუბრა და პრეზიდენტობა მიულოცა.

კრემლიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმერ პუტინმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე და გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მათ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

სატელეფონო საუბრის დროს ორი ქვეყნის ლიდერმა ახალი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების (New START) საკითხებზეც იმსჯელა.

მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი და საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგი, მათ შორის კოვიდ-19-ი პანდემიასთან ბრძოლა, სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობა.



მსგავსი ინფორმაციები