ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 2 მილიონ 167 ათას 500-ს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 2 მილიონ 167 ათას 500-ს გადააჭარბა

1571990
ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 2 მილიონ 167 ათას 500-ს გადააჭარბა
super foto belcika korona 2.jpg

ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა მსოფლიოში 2 მილიონ 167 ათას 500-ს, ვირუსით დაავადებულთა 100 მილიონ 853 ათასს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა 72 მილიონ 891 ათასს გადააჭარბა.

ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ამერიკის შეერთებულ შტატებში 435 ათას 452-მდე, ხოლო ვირუსით ინფიცირებულთა 26 მილიონ 11 ათას 222-მდე  გაიზარდა. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისინი მიიღებენ კიდევ ას-ას მილიონ დოზა ვაქცინას Pfizer-ისა და Moderna– სგან და დაამატა: ”ჩვენ ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში ველოდებით, რომ გვექნება საკმარისი ვაქცინა 300 მილიონი ამერიკელისთვის ”. იმავდროულად, ანგარიშში, რომელიც ამერიკული ტელეარხის CNN-ის კვლევის შედეგად გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ვაქცინირებული თეთრკანიანი ამერიკელების რაოდენობა ორჯერ მეტია, ვიდრე შავკანიანი და ლათინო ამერიკელებისა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ესპანეთში კოვიდ -19 ეპიდემიის გამო 591 ადამიანი გარდაიცვალა, რის შედეგადაც დაღუპულთა ყოველდღიურმა რაოდენობამ ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია ბოლო 8 თვის განმავლობაში, ხოლო გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 56 ათას 799-მდე გაიზარდა. ესპანეთში, სადაც ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდა გრძელდება, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2 მილიონ 629 ათას 817 შეადგინა. ამავდროულად, ესპანეთის ფარმაცევტული კომპანია „ფარმამარი“-ს კოვი-19-ის საწინააღმდეგოდ შექმნილი ვაქცინის ცხოველებზე გამოცდამ 99 პროცენტიანი წარმატება აჩვენა.

ინგლისში, ვირუსის გამო, ბოლო 24 საათის განმავლობაში 631 გარდაცვალების და 20 ათას 89 ახალი დაავადების ფაქტი დაფიქსირდა. ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 ათას 162, ხოლო ინფიცირებულთა 3 მილიონ 689 ათას 746 შეადგინა. ევროპაში კოვიდ-19-ის გამო ყველაზე მეტი ადამიანი ბრიტანეთში გარდაიცვალა.

გერმანიაში ბაიროტის საავადმყოფოში კოვიდ-19-ის უფრო სწრაფად გავრცელებადი B117 ტიპის გამო კარანტი გამოაცხადეს. გერმანიის მთავრობა განიხილავს ქვეყანაში შესვლის შეზღუდვებს, რათა თავიდან იქნას აცილებული კოვიდ -19-ის მუტაციური სახეობის გავრცელება. ”მოკვლევაში შედის უფრო მკაცრი კონტროლი მაღალი რისკის მქონე რეგიონების საზღვრებზე” - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეეჰოფერმა. კანცლერმა ანგელა მერკელმა სთხოვა ზეეჰოფერს შეისწავლოს თუ როგორ შეიძლება შეიზღუდოს ქვეყანაში შესვლა, რათა თავიდან იქნას აცილებული კოვიდ-19-ის ახალი შტამის გავრცელება.

ბულგარეთში, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული ზომების შემსუბუქების შესახებ. "საგანგებო მდგომარეობა", რომელიც 30 იანვარს უნდა დასრულდეს, 30 აპრილამდე გაგრძელდა. კინოთეატრები და ზოგიერთი საზოგადოებრივი ღონისძიების ადგილი 1 თებერვლიდან 30 პროცენტიანი ტევადობით დაიწყებს მუშაობას. სავაჭრო ცენტრებსა და სპორტულ დარბაზებს იმავე დღიდან ასევე შეეძლებათ ფუნქციონირება 50 პროცენტიანი ტევადობით.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი 742 შემთხვევა დაფიქსირდა, რითაც მთლიანი რაოდენობა 255 564-მდე გაიზარდა. იმავე პერიოდში გარდაიცვალა 12 ადამიანი. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 1081-ით 245 527-მდე მოიმატა.



მსგავსი ინფორმაციები