ჯოზეფ ბორელიმ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ჯოზეფ ბორელიმ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1571066
ჯოზეფ ბორელიმ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელიმ განაცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში თურქეთთან პოზიტიური იმპულსის გაგრძელების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ჯოზეფ ბორელიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართული პრესკონფერენციის დროს დასძინა, რომ მათ დღის წესრიგში თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობების საკითხიც გახლდათ რა, განაცხადა: „ჩვენ ჩავინიშნეთ მნიშვნელოვანი შეტყობინებები და ჟესტები, რომლებიც თურქეთის ხელისუფლებამ გამოაგზავნა ევროკავშირის საბჭოს ბოლო სხდომის შემდეგ.“

ბორელიმ, თურქეთ-საბერძნეთს შორის „საძიებო მოლაპარაკებებზეც“ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვაო დავების მოგვარება, გაეროს კონვენციის საზღვაო სამართალის შესახებ (UNCLOS), ფარგლებში უნდა მოგვარდეს.

ჯოზეფ ბორელიმ პრესკონფერენციის დროს გასულ კვირას ბრიუსელში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართული შეხვედრის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა: „2020 წელს ჩვენს წინაშე პრობლემის სახით მყოფი ყველა საკითხი განვიხილეთ. ავღნიშნეთ, რომ ორივე მხარეს აქვს ის უნარი, ერთობლივი  მუშაობით არსებული პრობლემები მოაგვაროს. თურქეთ-საბერძნეთს შორის „საძიებო მოლაპარაკებები“ დაიწყო. იმედს გამოვთქვამთ, რომ თებერვლის დასაწყისში ან შეიძლება ბოლოსკენ, კვიპროსის საკითხის განხილვაც დაიწყოს. 2020 წელში ყველა საკითხი პრობლემური იყო. კარგი ატმოსფეროს შესაქმნელად, სიმშვიდეა საჭირო ყველა საკითხში, მათ შორის კვიპროსის და საზღვაო იურისდიქციების.“


საკვანძო სიტყვები: #ჯოზეფ ბორელი

მსგავსი ინფორმაციები