მევლუთ ჩავუშოღლუ სოფი ვილმესს შეხვდა

მევლუთ ჩავუშოღლუ სოფი ვილმესს შეხვდა

1568766
მევლუთ ჩავუშოღლუ სოფი ვილმესს შეხვდა

სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში მყოფი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ თავის ბელგიელ კოლეგა, სოფი ვილმესს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩავუშოღლუმ სოციალური მედიის მეშვეობით გზავნილი გაავრცელა, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ 2023 წელს თურქეთ-ბელგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 185-ე წელია. მან ასევე განაცხადა, რომ ბელგიაში ერთად თანაცხოვრების კულტურულ სიმბოლოდ ქცეული თურქი მოქალაქეების საკითხები განიხილეს. მან ბელგიის მიმართ თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში მხარდაჭერისათვის მადლიერებაც გამოხატა.



მსგავსი ინფორმაციები