ინდონეზიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში ჩრდილოეთ სულავესის პროვინციის ტალაუდის კუნძულების ღია წყლებში 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

1568537
ინდონეზიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში ჩრდილოეთ სულავესის პროვინციის ტალაუდის კუნძულების ღია წყლებში 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრიც ტალაუდის კუნძულების მელონგუანეს რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით 134 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა, მიწის ზედაპირიდან 154 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

მეტეოროლოგიის, კლიმატისა და გეოფიზიკის ორგანიზაციას მიწისძვრის შემდეგ ცუნამის განგაში არ გამოუცხადებია და დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ გაუვრცელებია.

ინდონეზიაში 2018 წლის 28 სექტემბერს კუნძულ სულავესის პალუს ყურეში მომხდარ 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას და შემდგომ წარმოქმნილ ცუნამს დონგალას, პალუს და სიგის რეგიონებში 4 ათას 340 ადამიანი ემსხვერპლა.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #ინდონეზია

მსგავსი ინფორმაციები