ჯო ბაიდენმა ფიცი დადო

ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ ახალმა ადმინისტრაციამ მოვალეობის შესრულება დაიწყო

1567789
ჯო ბაიდენმა ფიცი დადო

ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ ახალმა ადმინისტრაციამ მოვალეობის შესრულება დაიწყო.

არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და არჩეულმა პირველმა ქალმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ფიცი დადეს და თავიანთი მოვალეობების შესრულება დაიწყეს.

ინაუგურაციის ცერემონიის დაწყებამდე ბაიდენი და ჰარისი ვაშინგტონში მოციქულ წმინდა მათეს სახელობის ტაძარში მივიდნენ,საიდანაც კონგრესის შენობაში გადავიდნენ.

აქ კი თურქეთის დროით 20:00 საათზე ბაიდენმა აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის რანგში, ხოლო ჰარისმა 49-ე ვიცე-პრეზიდენტის რანგში ფიცი დადეს.

ახალმა პრეზიდენმა ფიცის დადების შემდეგ განაცხადა: „დღეს დემოკრატიის, ისტორიის და იმედის დღეა.“

შემდეგ კი პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და მათი მეუღლეების სამხედროებს მიესალმნენ.  

საზეიმო კონტიგენტის მისალმება, რომელიც

ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ ახალმა ადმინისტრაციამ მოვალეობის შესრულება დაიწყო.

არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და არჩეულმა პირველმა ქალმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ფიცი დადეს და თავიანთი მოვალეობების შესრულება დაიწყეს.

ინაუგურაციის ცერემონიის დაწყებამდე ბაიდენი და ჰარისი ვაშინგტონში მოციქულ წმინდა მათეს სახელობის ტაძარში მივიდნენ,საიდანაც კონგრესის შენობაში გადავიდნენ.

აქ კი თურქეთის დროით 20:00 საათზე ბაიდენმა აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის რანგში, ხოლო ჰარისმა 49-ე ვიცე-პრეზიდენტის რანგში ფიცი დადეს.

ახალმა პრეზიდენმა ფიცის დადების შემდეგ განაცხადა: „დღეს დემოკრატიის, ისტორიის და იმედის დღეა.“

მან გაავრცელა გზავნილი, რომ ქვეყანა სირთულეების გადალახვას „ერთიანობით“ შესძლებს.

”ჩვენ აღვადგენთ ჩვენს ალიანსურ ურთიერთობებს და კიდევ ერთხელ დავამყარებთ მჭიდრო კავშირებს მსოფლიოსთან.” - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

შემდეგ კი პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და მათი მეუღლეები სამხედროებს მიესალმნენ.  

საზეიმო კონტიგენტის მისალმება, რომელიც სამხედრო ტრადიციაა, სიმბოლოა ძალაუფლების ახალი მთავარსარდლისთვის მშვიდობიანად გადაცემისა.

სამხედრო ტრადიციაა, სიმბოლოა ძალაუფლების ახალი მთავარსარდლისთვის მშვიდობიანად გადაცემისა.

ჯო ბაიდენი მისალმების შემდეგ თეთრ სახლში გადავიდა, სადაც პრეზიდენტის რანგში პირველ გადაწყვეტილებებს ხელი მოაწერა.

პირველ რიგში, ბაიდენმა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება ფედერალურ შენობებსა და კამპუსებში კოვიდ -19-ის გამო ნიღბის სავალდებულო ტარების შესახებ, ხელი მოაწერა განკარგულებებს პარიზის კლიმატის შეთანხმებაში ხელახლა მონაწილეობის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დაბრუნდების შესახებ.

ბაიდენმა ასევე გააუქმა ტრამპის მიერ დაწესებული ზოგიერთი მუსლიმური ქვეყნიდან ამერიკაში შესვლის კარძალვა და ხელი მოაწერა განკარგულებას მექსიკის საზღვარზე აშენებული კედლისთვის თანხების შეწყვეტის შესახებ.

ბაიდენმა, რომელმაც თეთრ სახლში ყოფნის პირველ დღეს 17 სხვადასხვა გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი, ოვალურ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპმა მას "ძალიან გულუხვი" წერილი დაუტოვა, მაგრამ წერილის შინაარსზე არ ისაუბრებს.


საკვანძო სიტყვები: #ფიცის დადება , #ჯო ბაიდენი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები