ჯავად ზარიფი ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებას მკაცრად აკრიტიკებს

ჯავად ზარიფი ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებას მკაცრად აკრიტიკებს

1565631
ჯავად ზარიფი ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებას მკაცრად აკრიტიკებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა თავის ფრანგი კოლეგა, ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებას იმის თაობაზე, რომ თითქოს და მისი ქვეყანა ბირთვული იარაღის შესაძლებლობების განვითარებას ახდენს, მკაცრად გააკრიტიკა.

ჯავად ზარიფმა Twitter-ის ანგარიშზე განაცხადა, რომ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს 5 მუდმივ წევრს და ირანს შორის 2015 წელს გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულების შესახებ  გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ლიდერები, შეთანხმების გასაგრძელებლად არაფერს აკეთებენ.  ზარიფი თავის კოლეგას ასევე იმასაც ახსენებს, რომ მან, კაბინეტის კარიერა საუდის ომის დამნაშავეებისთვის იარაღის გაყიდვით დაიწყო და ურჩევს, ირანის მიმართ უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავოს. „თქვენ იწვევთ ჩვენს რეგიონში დესტაბილიზიაციას. შეაჩერეთ დამნაშავეების დაცვა, რომლებიც ანადგურებენ თავიანთ ოპონენტებს და  იემენში ბავშვების მკვლელობისთვის თქვენს მიერ მიცემულ იარაღს იყენებენ,“ განაცხადა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თავისი ფრანგი კოლეგის მიმართ.

ცნობისათვის,  ჟან-ივ ლე დრიანიმ შაბათ დღეს ერთ-ერთ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანი ავითარებს ბირთვული იარაღის შესაძლებლობებს და რომ თეირანის და ვაშინგტონის ადმინისტრაციები ბირთვულ შეთანხმებას „სასწრაფოდ“ უნდა დაუბრუნდნენ.


საკვანძო სიტყვები: #ჟან-ივ ლე დრიანი , #ჯავად ზარიფი

მსგავსი ინფორმაციები