ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად დაავადებულთა რიცხვმა მსოფლიოში 93 მილიონ 546 ათასს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად დაავადებულთა რიცხვმა მსოფლიოში 93 მილიონ 546 ათასს გადააჭარბა

1564221
ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად დაავადებულთა რიცხვმა მსოფლიოში 93 მილიონ 546 ათასს გადააჭარბა
Arnavutluk_Covid19_aşılama_1.jpg

ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) შედეგად დაღუპულთა რიცხვმა მსოფლიოში 2 მილიონ 2 ათას 660-ს, ვირუსით დაავადებულთა რიცხვმა 93 მილიონ 546 ათასს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა კი 66 მილიონ 846 ათასს გადააჭარბა.

ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ამერიკის შეერთებულ შტატებში 397 ათას 994-მდე, ხოლო შემთხვევების რაოდენობა 23 მილიონ 848 ათას 410-მდე  გაიზარდა. პრეზიდენტად არჩეულმა ჯო ბაიდენმა ეპიდემიისა და ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად 1,9 ტრილიონი დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფის წინადადება წამოაყენა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში Kovid-19-ით დაღუპულთა რაოდენობა 248-ით 86 ათას 15 – მდე, ხოლო შემთხვევათა რაოდენობა 48 ათას 682 – ით 3 მილიონ 260 ათას 258-მდე გაიზარდა. მთავრობამ, პირველად ბრაზილიაში დაფიქსირებული კოვიდ-19-ის ახალი შტამის გამო პორტუგალიასთან ერთად სამხრეთ ამერიკის ყველა ქვეყნიდან ინგლისში ფრენები აკრძალა.

საფრანგეთში კოვიდ -19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 69 ათას 313-მდე, ვირუსით დაავადებული კი 2 მილიონ 851 ათას 670-მდე გაიზარდა. 18 იანვრიდან საფრანგეთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან  შესულთაგან ბოლო 72 საათში ჩატარებული კოვიდ-19-ის ტესტის უარყოფით პასუხს მოითხოვს.

გერმანიაში, სადაც ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 44 ათას 994-ია, ხოლო შემთხვევების რაოდენობა 2 მილიონ 958, კანცლერ ანგელა მერკელს, 11 იანვრიდან მოქმედი სრული ჩაკეტვის მკაცრი ზომების გავლენის განსახილველად და თებერვლის სამოქმედო გეგმის განსასაზღვრად რეგიონების ხელმძღვანელებთან 25 იანვარს დაგეგმილი შეხვედრის გადმოტანა ორშაბათს ან სამსაბათს სურს.

იტალიაში კოვიდ -19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 80 ათას 848-მდე, ხოლო ინფიცირებულთა 2 მილიონ 336 ათას 279-მდე  გაიზარდა.

პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19-ის გამო 148 ადამიანი გარდაიცვალა და 10 ათას 698 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. იმავდროულად, პრეზიდენტ მარსელო რებელო დე სოუზასთან ერთად, რომელმაც ორი დღის განმავლობაში ოფიციალური პროგრამები გააუქმა, 3 მინისტრიც კოვიდ -19-ის გამო კარანტინში გადავიდა.



მსგავსი ინფორმაციები