ირანმა ახალი ტიპის ბირთვული საწვავის შექმნაზე მუშაობა დაიწყო

ირანმა ახალი ტიპის ბირთვული საწვავის შექმნაზე მუშაობა დაიწყო

1563770
ირანმა ახალი ტიპის ბირთვული საწვავის შექმნაზე მუშაობა დაიწყო

გაეროში, ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა, გარიფ აბადიმ განაცხადა, რომ თეირანის კვლევითი რეაქტორისთვის ახალი ტიპის საწვავის შესაქმნელად  კვლევისა და განვითარების სამუშაოები უკვე დაიწყეს. აბადიმ, სოციალურ ქსელ Twitter-ზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) ეცნობა საწვავის წარმოების შესახებ.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე ლითონის ურანის წარმოებისთვის ბუნებრივი ურანი იქნება გამოყენებული.

მეორეს მხრივ, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ლითონის ურანი ძალიან მგრძნობიარე საგანია, რადგან მას იყენებენ ბირთვული იარაღის დასამზადებლად.



მსგავსი ინფორმაციები