ტრამპმა კონგრესის დარბევის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს პირველად უპასუხა

ტრამპმა კონგრესის დარბევის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს პირველად უპასუხა

1562610
ტრამპმა კონგრესის დარბევის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს პირველად უპასუხა

დონალდ ტრამპმა, ტეხასის შტატში გამგზავრებამდე, თეთრი სახლის დატოვებისას ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

ტრამპმა, რომელიც 6 იანვარს კონგრესის დარბევის შემდეგ პირველად გამოვიდა პრესის წინაშე, თქვა: ”მე არ მსურს ძალადობა, არასდროს მსურდა”.

ტრამპმა მის წინააღმდეგ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით კი აღნიშნა“ „იმპიჩმენტის პროცესი ჩვენი პოლიტიკის ისტორიაში ჯადოქრებზე ყველაზე დიდი ნადირობის გაგრძელებაა, აბსოლუტური სისულელეა. ეს იმპიჩმენტის პროცესი, დიდი აღშფოთებას იწვევს.“

პრეზიდენტმა ტრამპმა, წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის, ნენსი პელოსისა და სენატის უმცირესობათა ლიდერის, ჩაკ შუმერის მიერ მისი გადაყენების მცდელობებს „საშინელი“ უწოდა.

ტრამპმა შემდეგ ვაშინგტონში მდებარე ენდრიუს საჰაერო ბაზაზე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს. მან 6 იანვარს კონგრესზე თავდასხმის საკითხში მისი ბრალეულობის არსებობის მოსაზრებები უარყო და თქვა: „ანალიტიკოსებმა ჩემი ოთხშაბათის გამოსვლა გაანალიზეს. იმ დილით ჩემი მიმართვა მხარდაჭერების მიმართ საკმაოდ შესაფერისი მიმართვა იყო.“

მან მწვავე რეაქცია გამოხატა „ტვიტერის“ და სხვა სოციალური ქსელების მიმართ, რომლებმაც მას პირადი ანგარიშები შეუჩერეს და თქვა: „ვფიქრობ, რომ სოლციალური ქსელების კომპანიებმა კატასტროფული შეცდომა დაუშვეს.“


საკვანძო სიტყვები: #ტრამპი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები