ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა მსოფლიოში 92 მილიონ 22 ათასს გადააჭარბა

ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა მსოფლიოში 92 მილიონ 22 ათასს გადააჭარბა

1562711
ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა მსოფლიოში 92 მილიონ 22 ათასს გადააჭარბა
super covid19 asilama ispanya22.jpg

ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) შედეგად დაღუპულთა რიცხვმა მსოფლიოში მილიონ 970 ათას 394-ს, ვირუსით დაავადებულთა რიცხვმა 92 მილიონ 22 ათასს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა კი 65 მილიონ 865 ათასს გადააჭარბა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდ -19-ით დაღუპულთა რიცხვმა 389 ათას 621 შეადგინა. ქვეყანაში დაინფიცირებულია 23 მილიონ 369 ათასი ადამიანი. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გამოაცხადა, რომ 26 იანვრიდან Kovid-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხი მოეთხოვება ყველას, ვინც ქვეყანაში საჰაერო გზით შევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის ვაქცინაციის პროგრამაში პრიორიტეტული ჯგუფების მიმართ მკაცრი წესების გამო ვაქცინების დოზების გაფუჭებისა და გადაყრის შემდეგ შტატების ხელისუფლებებმა წესების შემსუბუქება დაიწყო.

ბრაზილიაში Kovid-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 204 ათას 726-მდე, შემთხვევების რაოდენობა კი 8 მილიონ 195 ათასამდე გაიზარდა.

მექსიკაში ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 135 ათას 682-მდე, ხოლო შემთხვევების რაოდენობა 1 მილიონ 556 ათასამდე გაიზარდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, უგო ლოპეს-გატელმა პრესისათვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ქვეყნის 32 შტატში ათას კაციანი ჯგუფი ყოველკვირეულად 439 ათას ადამიანს აცრის.

დიდ ბრიტანეთში, ვირუსის გამო, ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაცვალების 1,243 და დაინფიცირების 45,533 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

იტალიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ეპიდემიის გამო გარდაცვლილთა რაოდენობა 616-ით 79 819-მდე გაიზარდა. ინფიცირებულთა რიცხვმა 14 ათას 242-ით 2 მილიონ 303 ათას 263-მდე მოიმატა. ვაქცინირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 731 ათას 539-ია.

ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ საფრანგეთში 68 ათას 802-ს, ხოლო ინფიცირებულთა 2 მილიონ 806 ათას-ს მიაღწია.

კოვიდ-19-ის გამო ესპანეთში დაღუპულთა რაოდენობამ 52 ათას 683 შეადგინა. ქვეყანაში შემთხვევების რაოდენობა ორ მილიონ 137 ათასამდე გაიზარდა.

გერმანიაში ეპიდემიით დაღუპულთა რაოდენობამ 43 ათას 203-მდე, ხოლო შემთხვევების რაოდენობამ 1 მილიონ 957 ათასამდე მოიმატა.



მსგავსი ინფორმაციები