ჯო ბაიდენი: „კაპიტოლიუმის შტურმის განმხორციელებლები 'ადგილობრივი ტერორისტები' არიან“

ჯო ბაიდენი: „კაპიტოლიუმის შტურმის განმხორციელებლები 'ადგილობრივი ტერორისტები' არიან“

1559633
ჯო ბაიდენი: „კაპიტოლიუმის შტურმის განმხორციელებლები 'ადგილობრივი ტერორისტები' არიან“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ გუშინწინ კაპიტოლიუმზე  შტურმის განმხორციელებლები 'ადგილობრივი ტერორისტები' არიან. ჯო ბაიდენმა დელავერში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც მან წარადგინა იუსტიციის მინისტრის კანდიდატი მერიკ გარლანდი, დონალდ ტრამპის მომხრეების მხრიდან კაპიტოლიუმის შტურმიც შეაფასა და განაცხადა: „ეს არ იყო პროტესტი. ეს ქაოსი იყო. ნუ მოიხსენიებთ მათ, როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეებს. ეს მეამბოხეებისა და შიდა ტერორისტების ბრბო იყო.“

მეორეს მხრივ კაპიტოლიუმზე განხორციელებული შტურმის გამო თანამდებობის დამტოვებელთა რიცხვი იზრდება.  ტრანსპორტის მინისტრმა ელენ ჩაომ მომხდარზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტ ტრამპს დააკისრა და 11 იანვრიდან თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. მომხდარის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მრავალი კი დაშვადა.


საკვანძო სიტყვები: #შტურმი , #კაპიტოლიუმი , #ჯო ბაიდენი

მსგავსი ინფორმაციები