ვაშინგტონში კონგრესის შენობაში შეჭრის შემდეგ განვითარებული მოვლენების დროს 4 ადამიანი დაიღუპა

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეების კონგრესის შენობაში შეჭრის შემდეგ განვითარებული მოვლენების დროს 4 ადამიანი დაიღუპა

1558960
ვაშინგტონში კონგრესის შენობაში შეჭრის შემდეგ განვითარებული მოვლენების დროს 4 ადამიანი დაიღუპა
ABD Kongre.2.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეების კონგრესის შენობაში შეჭრის შემდეგ განვითარებული მოვლენების დროს 4 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 52 დააკავეს.

ქვეყანაში 15 დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ამერიკულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საგანგებო ვითარება 21 იანვრამდე გაგრძელდება.

ქალაქში (გუშინ) ადგილობრივი დროით18:00 საათის შემდეგ კომენდანტის საათი გამოცხადდა.

დედაქალაქში დემონსტრაციაში მონაწილე ტრამპის ზოგიერთმა მხარდამჭერმა პოლიციის ბარიკადი გაარღვია და კონგრესის შენობაში შეიჭრა.

კონგრესის შენობაში შეჭრილი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ქალი, რომელიც შენობაში მომხდარი ჩხუბის დროს დაიჭრა, დაიღუპა.

ვაშინგტონის პოლიციამ განაცხადა, რომ კონგრესის შენობაში განვითარებული მოვლენების დროს დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ინფორმაცია გარდაცვლილი ქალის ვინაობის შესახებ არ გავრცელებულა.

ვაშინგტონის პოლიციის შეფმა, რობერტ კონტემ განაცხადა, რომ კიდევ 3 ადამიანი დაიღუპა.

პოლიციის შეფმა თქვა, რომ ეს ადამიანები სასწრაფო დახმარების განყოფილებებში გარდაიცვალნენ, მათგან 1 კაცია, 2 კი ქალი და ამ პირების ვინაობა არ დაასახელა.

კონტემ ასევე აღნიშნა, რომ ინციდენტების შედეგად 14 პოლიციელი მსუბუქად დაშავდა და სულ მცირე 52 ადამიანი დააკავეს.

უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ კონგრესის შენობასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს და იგი გაანეიტრალეს.

განვითარებული მოვლენების შემდეგ კონგრესის სხდომა, სადაც ჯო ბაიდენის პრეზიდენტად არჩევა უნდა დაემტკიცებინათ, შეჩერდა, ხოლო სხდომის თავმჯდომარე, ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი, შენობიდან გაიყვანეს.

მოგვიანებით გაკეთებულ განცხადებაში პენსმა მოუწოდა "კონგრესის შენობაში განვითარებული მოვლენები დასრულდეს"და აღნიშნა იყო, რომ ძალადობას არ შეეგუებიან.

ამის შემდეგ შენობიდან სენატორების ევაკუაციაც მოხდა.

არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, პრესკონფერენცია გამართა და "აშშ-ს დემოკრატიაზე და კანონის უზენაესობაზე" თავდასხმების შეწყვეტის მოწოდება გააკეთა.

ბაიდენმა ტრამპს მოუწოდა ”გამოვიდეს კამერების წინ და შეწყვიტოს (კონგრესის შენობის) ალყა”.

პენსილვანიის გუბერნატორმა ტომ ვულფმა „თვითერით“ გაკეთებულ განცხადებაში დედაქალაქ ვაშინგტონში დემონსტრანტების კონგრესის შენობაში შესვლა შეაფასა როგორც "გადატრიალების მცდელობა".

მომხდარის შემდეგ ტრამპმა ეროვნულ გვარდიას "კონგრესის შენობაში განვითარებულ მოვლენებში ჩარევის" მითითება მისცა.

”აშშ-ს ეროვნული გვარდიის თხოვნით ორი კვირით ვაგზავნი 1000 ეროვნულ გვარდიელს ნიუ-იორკიდან დედაქალაქ ვაშინგტონში” - აღნიშნა ნიუ-იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ „თვითერით“ გაკეთებულ განცხადებაში.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებით დემონსტრანტებს მოუწოდა "მშვიდობიანად დარჩნენ".

დაძაბულობის ესკალაციის შემდეგ, დონალდ ტრამპმა გაავრცელა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ამბობს: ”მათ არჩევნები მოგვპარეს, მაგრამ ახლა სახლში უნდა წახვიდეთ”.

ტრამპმა დემონსტრაციამდე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ იგი არ აღიარებს საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებას და არ შეწყვეტს ბრძოლას.

ტრამპმა, 2020 წლის 3 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დასადასტურებლად გამართული კონგრესის სხდომისთვის ვაშინგტონში შეკრებილ მის მომხრეებს ტყვიაგაუმტარი მინის უკნიდან მიმართა და განაცხადა: „დემოკრატებმა ავრჩევნები გააყალბეს.“

მან განაცხადა, რომ ის არჩევნების ნამდვილი გამარჯვებულია და დაამატა: ”მე არასოდეს ვაღიარებ დამარცხებას, არ დავთმობ”.


საკვანძო სიტყვები: #ვაშინგტონი , #ტრამპი , #კონგრესი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები