კატარი და საუდის არაბეთი შერიგდნენ

მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2017 წელს შეწყდა

1557439
კატარი და საუდის არაბეთი შერიგდნენ

კატარი და საუდის არაბეთი გუშინ საღამოს საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ. თავის სატელევიზიო გამოსვლაში ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ ნასერ მუჰამედ ეს-საბამ განაცხადა, რომ ქუვეითის ემირმა შეიხ ნავაფ ალ-აჰმად ალ-ჯაბირ ალ-საბამ, სატელეფონო საუბრები გამართა ყატრის ემირთან, შეიხ ტამიმ ბენ ჰამედ ალ სანისთან და საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცთან, მუჰამედ ბინ სალმანთან და მასზე  შეთანხმებას მიღწიეს საუდის არაბეთსა და კატარს შორის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვრების გახსნის შესახებ.” მისივე თქმით, მიღწეულია ასევე შეთანხმება კატარსა და საუდის არაბეთს შორის ყველა საკითხის მოგვარებაზე. საუდის არაბეთმა, არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა, ბაჰრეინმა და ეგვიპტემ, 2017 წლის 5 ივნისს ”ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერის” ბრალდებით, შეწყვიტეს კატართან დიპლომატიური ურთიერთობები  და დაიწყეს ამ ქვეყნის მიმართ ეკონომიკური ემბარგოს დაწესება. მიუხედავად იმისა, რომ კატარი უარყოფს ამ ქვეყნების ყველა ბრალდებას, მან მაინც კრიზისი გამოიწვია სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში



მსგავსი ინფორმაციები