ჟან-დომინიკ მერჩეტი: „ერდოღანი ლიბიასა და კავკკასიაში თამაშის შემცვლელი ლიდერი გახდა“

ჟან-დომინიკ მერჩეტი: „ერდოღანი ლიბიასა და კავკკასიაში თამაშის შემცვლელი ლიდერი გახდა“

1555552
ჟან-დომინიკ მერჩეტი: „ერდოღანი ლიბიასა და კავკკასიაში თამაშის შემცვლელი ლიდერი გახდა“

ფრანგულ გაზეთ L'Opinion-ის მწერალმა, ჟან-დომინიკ მერჩეტმა, განაცხადა, რომ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მონაწილეობა მიიღო ლიბიასა და კავკასიის კონფლიქტებში, როგორც „თამაშის შეცვლის ლიდერი“.

მერჩეტმა გაზეთის ვებგვერდზე ვიდეო განათავსა სახელწოდებით: „21-ე საუკუნის თურქეთი: ერდოღანის გონება“ და მასში იგი აცხადებს, რომ ერდოღანი, რომელიც ქვეყანას 2003 წლიდან მოყოლებული მართავს, ყოველთვის იყო და არის ჩაგრული ხალხის ხმა.

მერჩეტის თქმით, ერდოღანი მმართველობის სათავეში მოსვლის დროს მას, სამხედრო მეურვეობა დახვდა რა, მის შემდეგ დემოკრატიამ დაიწყო განვითარება. ამის ნათელი მაგალითი კი ბოლო ადგილობრივ არჩევნებში ანკარასა და სტამბოლში ოპოზიციური პარტიის გამარჯვება შეიძლება დასახელდეს.

მერჩეტი იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, ევროკავშირი, თურქეთს შეიძლება ითქვას, რომ კარებთან ალოდინებს რა, ამის მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ 80 მილიონიანი მუსლიმური ქვეყნის კავშირში შეყვანა არ სურთ.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში თურქეთში არსებული ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წარმატებული ნაბიჯბი იქნა გადადგმული. ამან კი თურქეთსა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

„დღეს პრეზიდენტ ერდოღანს ყავს ძლიერი და აქტიური არმია, რომლის მაგიდაზე განთავსებაც შეუძლია. თურქეთის სიძლიერე  ლიბიაში, სირიასა და კავკასიაში ნათლად იგრძნობა. ერდოღანი, ამ რეგიონებში მოგვევლინება, როგორც ძლიერი მოთამაშე. ამ ყველაფრის უკან კი ის დგას, რომ საკუთარ ქვეყანაში უმრავლესობის სრული მხარდაჭერა აქვს. ერდოღანის ლიდერობამ ლიბიაში, სირიასა და კავკასიაში მნიშვნელოვანი როლი შესარულა. შეიძლება ითქვას, რომ ამ რეგიონებში მან „თამაშები შეცვალა“. უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელ, მუსტაფა ქემალ ათათურქის შემდეგ არ მოსულა არცერთი ლიდერი ქვეყნის სათავეში, რომელმაც ქვეყანა ამ დონეზე მიიყვანა“, აცხადებს ფრანგი ჟურნალისტი.
 


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #ჟან-დომინიკ მერჩეტი

მსგავსი ინფორმაციები