ვიქტორ ორბანსა და ევროკომისიას შორის შეუთანხმებლობა გრძელდება

ვიქტორ ორბანსა და ევროკომისიას შორის შეუთანხმებლობა გრძელდება

1496936
ვიქტორ ორბანსა და ევროკომისიას შორის შეუთანხმებლობა გრძელდება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ  ისინი არ მიიღებენ ევროკომისიის  მიერ მომზადებულ ახალ მიგრაციისა და ლტოლვილთა პაკეტს. მან ამის შესახებ, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშთან და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, მათეუშ მორავიეცკისთან  პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

„ევროკომისიის მიერ ოთხშაბათ დღეს  შემუშავებულ  მიგრაციისა და ლტოლვილთა ახალ პაკეტში, ისევ  კვოტაა, თუმცა  მას სხვაგვარად ასახელებენ და უნგრეთი არ იღებს მას. პაკეტში ნათქვამია, მოდით ვმართოთ იმიგრაცია, მაგრამ უნგრელების პოზიცია მიგრაციის შეჩერებაა“, განაცხადა ვიქტორ ორბანმა.



მსგავსი ინფორმაციები