„ლიბიის დიალოგის შეხვედრაზე“ მნიშვნელოვანი შეთანხმებები  იქნა მიღწეული

„ლიბიის დიალოგის შეხვედრაზე“ მნიშვნელოვანი შეთანხმებები  იქნა მიღწეული

1487288
„ლიბიის დიალოგის შეხვედრაზე“ მნიშვნელოვანი შეთანხმებები  იქნა მიღწეული

მაროკოს ქალაქ ბუზნიკაში გამართულ „ლიბიის დიალოგის შეხვედრაზე“ მნიშვნელოვანი შეთანხმებები  იქნა მიღწეული. ლიბიის ლეგიტიმურ მთავრობასა და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში განთავსებულ არალეგიტიმურ შეიარაღებულ დაჯგუფება, ხალიფა ხაფთარის მოკავშირე, ტობრუკის წარმომადგენელთა პალატის წევრებს  შორის დაწყებული მოლაპარაკებების მესამე  შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მოლაპარაკებებთან დაკავშრებით წერილობითი განცხადება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნულია,  რომ მიღწეულია მნიშვნელოვანი შეთანხმებები კორუფციის შეწყვეტისა და საზოგადოებრივი ქონების გაფლანგვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და კორპორატიული გამიჯვნის შეწყვეტის შესახებ. საკითხთან დაკავშირებით ცალკეული განცხადება გაავრცელა, ლიბიის ლეგიტიმურმა მთავრობამაც, რომელშიც აღნიშნულია: „მაროკოში პოლიტიკური დიალოგის შეხვედრები დადებითად და კონსტრუქციულად მიმდინარეობს. ყველას იმედი აქვს, რომ ეს შეხვედრები  პოზიტიურ და კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს, რაც გზას გაუხსნის ყოვლისმომცველ პოლიტიკურ კრიზისის  გადაწყვეტას ქვეყნის მასშტაბით“.


საკვანძო სიტყვები: #შეთანხმება , #დიალოგი , #ლიბია , #მაროკო

მსგავსი ინფორმაციები