ლიბიის არმიამ რუსული ვერტმფრენი იგდო ხელთ

იგი მეამბოხე გენერლის ძალებს ეკუთვნოდა

1475558
ლიბიის არმიამ რუსული ვერტმფრენი იგდო ხელთ

ლიბიის ლეგიტიმური მთავრობის არმიამ, ქალაქ სიირტის მახლობლად, მეამბოხე გენერლის, ჰალიფა ხაფთერის  შეიარაღებული ძალების კუთვნილი, რუსული წარმოების Mil Mi-17 ტიპის ვერტმფრენი იგდო ხელთ. არმიის წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ვერტმფრენი, სიირტის დასავლეთ ნაწილში დაშვების შემდეგ, ჰაფთერის ძალებმა რატომღაც მიატოვეს და გაიქცნენ. არმიის ძალებმა კი ეს ვერტმფრენი ლიბიის არმიის დომინანტ ქალაქ ებუ-გურეინში გადაიყვანა



მსგავსი ინფორმაციები