95 არალეგალი მიგრანტი ხმელთაშუა ზღვაში 30 საათზე მეტია გადარჩენას ელოდება

95 არალეგალი მიგრანტი ხმელთაშუა ზღვაში 30 საათზე მეტია გადარჩენას ელოდება

1462664
95 არალეგალი მიგრანტი ხმელთაშუა ზღვაში 30 საათზე მეტია გადარჩენას ელოდება
Goçmen.jpeg

95 არალეგალმა მიგრანტმა, რომლებიც აფრიკიდან ევროპაში გადასასვლელად ხმელთაშუა ზღვაში გავიდა, "სასწრაფო დახმარება " მოითხოვა და 30 საათზე მეტია გადარჩენას ელოდება.

Twitter-ის ანგარიშით "Alarm Phone" გავრცელდა ცნობა, რომ ხმელთაშუა ზღვაში 33 საათის წინ ნავმა, რომელზეც 95 მიგრანტი იმყოფება „სასწრაფო დახმარება“ მოითხოვა.

"სავაჭრო გემი, დახმარების გარეშე შორიდან აკვირდება ვითარებას. რამდენი ადამიანი დაიტანჯება კიდევ და იქნება დახრჩობის საფრთხის წინაშე? რამდენ ხანს შეეძლებათ კიდევ გადარჩენა?" - ნათქვამია განცხადებაში.

გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) იტალიის ფილიალის პრესსპიკერმა ფლავიო დი ჯაკომომ Alarm Phone-ს მოწოდება მისი Twitter– ის ანგარიშით გააზიარა და აღნიშნა: "ემიგრანტები ზღვაში გადარჩენას ელოდებიან. სამაშველო ოპერაცია დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს. საჭიროა მათი დაუყოვნებლად გადარჩენა. გვახსოვდეთ, რომ ეს ნავები უსაფრთხო და მოგზაურობისთვის შესაფერისი არ არის. შეიძლება ნებისმიერ დროს პრობლემები შეექმნათ."

ხმელთაშუა ზღვის იტალიას, მალტასა და ლიბიას შორის მოქცეული რეგიონი, გამოირჩევა, როგორც არარეგულარული მიგრაციის ერთ – ერთი გზა, რომელიც ბოლო წლებში აფრიკიდან ევროპაში გადასასვლელად გამოიყენება.



მსგავსი ინფორმაციები