ტერჰუნის პროვინციაში კიდევ 6 ადამიანის ცხედარი აღამოაჩინეს

ტერჰუნის პროვინციაში კიდევ 6 ადამიანის ცხედარი აღამოაჩინეს

1448363
ტერჰუნის პროვინციაში კიდევ 6 ადამიანის ცხედარი აღამოაჩინეს

ლიბიის არმიის მხრიდან 5 ივნისს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ტერჰუნის პროვინციის არალეგიტიმური, ხალიფა ხაფთარის მხრიდან გათავისუფლების შემდეგ, პროვინციაში ჩატარებუი გათხრების შედეგად მასობრივი საფლავების აღმოჩენა გრძელდება.

დაკარგულთა ძიებისა და გამოვლენის სააგენტოდან გავრცელებული ინფორმაციით, ტერჰუნის ჩრდილოეთში ერ-რაბითის რეგიონში  მასობრივი საფლავების გათხრის დროს კიდევ 6 ადამიანის ცხედარი და კიდევ რამდენიმე ადამიანის ცხედრის ნაწილები იქნა აღმოჩენილი.

ერ-რაბითის რეგიონში დღემდე  ჩატარებული გათხრების დროს 30 ადამიანის ცხედარი და სხვა ნაწილები  იქნა აღმოჩენილი.

ლიბიის მთავრობის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციით, ტერჰუნის პროვინციაში მთლიანობაში 11 მასობრივი საფლავია.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, 22 ივნისს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მათმა პროკურატურამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი გამოძიება უკევ დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები