ჩინეთ-ინდოეთის საზღვარზე დაძაბულობა იზრდება

ინდოეთმა ლადახის რეგიონში სარაკეტო თავდაცვის სისტემები დაამონტაჟა

1444666
ჩინეთ-ინდოეთის საზღვარზე დაძაბულობა იზრდება

ინდოეთმა, რამდენიმე დღის წინ ჩინეთთან მომხდარი სასაზღვრო კონფლიქტის შემდეგ, ჰიმალაის მთებში, კონკრეტულად კი ლადახში,  “ხმელეთი-ჰაერი“ ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემები დაამონტაჟა. გაზეთ Times of India-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ინდოეთის არმიამ თავდაცვის სისტემები განათავსა ჩინეთის გამანადგურებელი თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების შესაძლო თავდასხმების თავიდან ასაცილებლად. პროცესი, რამაც  15 ივნისს გამოიწვია კონფლიქტი და 20 ინდოელი ჯარისკაცის დაღუპვა, დაიწყო ჩინელი ჯარისკაცების მიერ მაისის თვეში ლადახის რეგიონში შესვლით, სადაც მათ კარვები და სამხედრო დანიშნულების ობიექტები გააშენეს. ჩინეთსა და ინდოეთს შორის 3500 კილომეტრიანი საზღვარი არსებობს და ზოგიერთი მონაკვეთის ჰეგემონობა დღემდე სადავოა



მსგავსი ინფორმაციები