დარჩება თუ ვერა პუტინი 2036 წლამდე რუსეთის სათავეში?

დარჩება თუ ვერა პუტინი 2036 წლამდე რუსეთის სათავეში?

1443103
დარჩება თუ ვერა პუტინი 2036 წლამდე რუსეთის სათავეში?

რუსეთში,  პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 4 წლის შემდეგ, ხელმეორედ საკუთარი თავის პრეზიდენტის კანდიდატურად წამოყენების შემცველი საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი დაიწყო. კორონავირუსის გამო აღნიშნული რეფერენდუმი 7 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 1 ივლისს დასრულდება. შეგახსენებთ, რომ 67 წლის ვლადიმერ პუტინს, რომელსაც  2024 წელს ზედიზედ მეორე, ჯამში კი მეოთხე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო, ახალმა საკონსტიტუციო ცვლილებამ მას შესაძლოა მისცემს კიდევ ერთი, ან ორი ვადით კენჭისყრის შესაძლებლობა  და ძალაუფლება კიდევ 6 ან 12 წლით გაიხანგრძლივოს. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმზე პუტინის სასურველი შედეგების შემთხვევაში იგი, რუსეთის სათავეში 2036 წლამდე დარჩეს. რუსეთის საზოგადოება ერთ კვირიან  რეფერენდუმზე პასუხს გასცემს ერთადერთ კითხვას,  „რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო ცვლილებას უჭერთ თუ არა მხარს?“

ოპოზიცია კი ამომრჩევლებს მოუწოდებს კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადონ რადგან, პუტნის სურვილია სიცოცხლის ბოლომდის პრეზიდენტის სავარძელი არ დათმოს.



მსგავსი ინფორმაციები