ყირგიზეთს ახალი პრემიერი ჰყავს

აბილგაზიევი ბორონოვმა შეცვალა

1437793
ყირგიზეთს ახალი პრემიერი ჰყავს

ყირგიზეთის ახალი პრემიერ-მინისტრი კუბატბეკ ბორონოვი გახდა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან მუჰამედკალი აბილგაზიევის გადადგომის შემდეგ იმ მოტივით, რომ მისი სახელი ფიგურირებდა "კორუფციის" ბრალდებებში, 120 სავარძლიანი პარლამენტი  ახალი პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ასარჩევად შეიკრიბა. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ახალმა პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობის პრიორიტეტები იქნება ეკონომიკური სტაბილურობის დაცვა და შენარჩუნება, ბრძოლა კოვიდ-19 წინააღმდეგ და საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადება. ბორონოვმა რამდენიმე მინისტრი შეცვალა, დანარჩენები კი დატოვა. ბორონოვი ყირგიზეთის სამხრეთში მდებარე ოშის მახლობელ ოზგენის დასახლებაში დაიბადა და ბიშკეკის ტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტი დაამთავრა. იგი 2003-2018 წლებში, საგანგებო სიტუაციების სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. ბორონოვი, აბულგაზიევის კაბინეტში  პრემიერ მინისტრის პირველ მოადგილედ და  კორონავირუსის ეროვნული შტაბის უფროსად მუშაობდა. ამით ბორონოვი ყირგიზეთის 31-ე პრემიერ-მინისტრი გახდა



მსგავსი ინფორმაციები