ნიგერიაში „ბოკო ჰარამი“-ს წევრების შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 69 ადამიანი დაიღუპა

ნიგერიაში „ბოკო ჰარამი“-ს წევრების შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 69 ადამიანი დაიღუპა

1433275
ნიგერიაში „ბოკო ჰარამი“-ს წევრების შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 69 ადამიანი დაიღუპა

დასავლეთ აფრიკის ქვეყანა ნიგერიის ჩრდილო-აღმოსვალეთით ტერორისტული ორგანიზაცია „ბოკო ჰარამის“ წევრების შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 69 ადამიანი დაიღუპა.

ადგილობრივ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბორნოს შტატის სოფელ ფოდუმა კოლომაიაში „ბოკო ჰარამის“ წევრები შეიჭრნენ და ცეცხლი უმისამართოდ გახსნეს. 69 ადამიანი დაიღუპა და ბევრი დაიჭრა.   

თავდასხმის შედეგად ბევრი სახლი დაიწვა და დაახლოებით 300 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი განადგურდა.

ნიგერიის არმიის პრესსპიკერს მომხდართან დაკავშირებით განცხადება ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.

გაერთიანებული შტაბის ხელმღვანელმა ტუკურ იუსუფ ბურატაიმ ორშაბათს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ბოლო ორ თვეში „ბოკო ჰარამის“ წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციების შედეგად ტერორისტული ორგანიზაციის 1429 წევრი გაანეიტრალეს.  

ნიგერიაში 2000-იანი წლების დასაწყისიდან მოქმედი ტერორისტული ირგანიზაცია „ბოკო ჰარამის“ მიერ 2009 წლიდან განხორციელებულ მასობრივი ძალადობსი ფაქტებს 20 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.



მსგავსი ინფორმაციები