ლონდონში ჯორჯ ფლოიდის სოლიდარობის აქცია გაიმართა

ლონდონში ჯორჯ ფლოიდის სოლიდარობის აქცია გაიმართა

1426976
ლონდონში ჯორჯ ფლოიდის სოლიდარობის აქცია გაიმართა

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ათასობით დემონსტრანტმა ამერიკის მინესოტას შტატში დაკავების დროს პოლიციელის მხრიდან ძალადობის შედეგად დაღუპული ჯორჯ ფლოიდის სოლიდარობის აქცია გამართა.

ტრაფალგარის მოედანზე შუა დღისით შეკრებულმა დემონსტრანტებმა მოგვიანებით მსვლელობა მოაწყვეს აშშ-ს საელჩოს მიმართულებით.

საელჩოს წინ უსაფრთხოების დამცველ დიდი ბრიტანეთის პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დროდადრო სიტყვიერი და ფიზიკური შეტაკება ხდებოდა და 11 დემონსტრანტი დააკავეს.

პოლიციის გასვლით დაძაბულობა შემცირდა და დემონსტრანტებმა დაუნინგის ქიჩაჩე მდებარე პრემიერ-მინისტრის ოფისის „ნომერი 10“-ის წინ გადაინაცვლეს და აქცია აქ გააგრძელეს.



მსგავსი ინფორმაციები