საზარელი ტრაგედია მიზდეში

მიგრანტების მხრიდან მოკლული 1 ლიბიელის სანაცვლოდ, 30 მიგრანტი მოკლეს

1425435
საზარელი ტრაგედია მიზდეში

მას შემდეგ, რაც ლიბიაში არარეგულარულმა მიგრანტებმა ადამიანებით მოვაჭრე 1 კაცი მოკლეს, ამ უკანასკნელის ახლობლებმა შურისძიების მიზნით  30 მიგრანტი მოკლეს. ლიბიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ტრაგედია დატრიალდა დედაქალაქ ტრიპოლის სამხრეთით მდებარე ქალაქ მიზდეში და ლიბიის ადამიანებით მოვაჭრე მოქალაქე მიგრანტებმა სწორედ რომ ტრეფიკინგის ფაქტზე წასწრების დროს მოკლეს. ამავე ინფორმაციით, მოკლულის ახლობლებმა კი, შურისძიების მიზნით, 30 მიგრანტი მოკლეს, მათგან 26 ბანგლადეშის და 4 აფრიკის მოქალაქე, ხოლო არარეგულარული მიგრანტებიდან 11 დაშავდა რა, ისინი საავადმყოფოებში გადააგზავნეს.



მსგავსი ინფორმაციები