ტრამპმა განაცხადა, რომ "ღია ცის" შეთანხმებიდან გავიდა

ტრამპმა განაცხადა, რომ "ღია ცის" შეთანხმებიდან გავიდა

1421739
ტრამპმა განაცხადა, რომ "ღია ცის" შეთანხმებიდან გავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "სანამ რუსეთი შეასრულებს თავის მოვალეობებს" ღია ცის ხელშეკრულებას დატოვებენ.

ტრამპმა თეთრი სახლის ეზოში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მან დაადასტურა ღია ცის შეთანხმებიდან გავლის თაობაზე გავრცელებლი ინფორმაციები და დაამატა: „ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ძალიან კარგია, მაგრამ რუსეთი არ ასრულებს ამ შეთანხმებას. სანამ რუსეთი არ შეასრულებს თავის მოვალეობებს შეთანხმებას დავტოვებთ, მაგრამ ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ახალი შეთანხმების გაფორმების ან ამ ხელშეკრულების ხელახლა გაერთიანებისთვის.“

რუსეთი და აშშ იმ 34 ქვეყანას შორის არიან, რომლებმაც ხელი მოაწერეს ღია ცის შესახებ შეთანხმებას, რომელიც იარაღის კონტროლისა და სხვა შეთანხმებების მონიტორინგის გასაადვილებლად  შეუიარაღებელი სადაზვერვო ფრენების უფლებას იძლევა.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მიერ მის რეგიონში ნდობისა და უსაფრთოების გაზრდისათვის 1992 წელს ხელმოწერისთვის გახსნილი ღია ცის შეთანხმების მხარეებს შორის თურქეთიცაა.


საკვანძო სიტყვები: #ღია ცის შეთანხმება , #ტრამპი , #აშს

მსგავსი ინფორმაციები