სად იწარმოება F-35-ის მთავარი ორგანო?
ტრამპი განცხადებას აკეთებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ავიაგამანადგურებელ, F-35-ის თვითმფრინავის ძირითადი ორგანოს წარმოება, რომელიც თურქეთში ხორციელდებოდა, ისევ გაგრძელდება. დონალდ ტრამპმა ამის შესახებ ტელეკომპანა „Fox“-თან ინტერვიუს დროს განაცხადა. „მსოფლიოს საუკეთესო ავიაგამანადგურებელი თვითმფრინავი F-35-ის მთავარი ორგანოს წარმოება თურქეთში ხდება. ახლა (პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან) კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ რა მოხდება, თუ ეს ასე არ იქნება? რა ვქნათ, თუ ისინი იტყვიან „ჩვენ F-35 ნაწილს არ მოგცემთო“? განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც თურქეთმა, რუსეთისგან S-400 ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემა შეისყიდა, აშშ-ს ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 2002 წლიდან მოყოლებული F-35-ის წაროებაში ოფიციალური პარტნიორი თურქეთი, ამ პროგრამიდან გაიყვანეს. მაგრამ ტრამპის მხრიდან ახლა, ამდაგვარი განცხადებების აკეთებამ, საზოგადოებაში ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია.
მსგავსი ინფორმაციები
ნიგერიაში 10 წლის წინ ბოკო ჰარამის მიერ გატაცებული 387 ადამიანი გაათავისუფლეს
ნიგერიაში 10 წლის წინ ბოკო ჰარამის მიერ გატაცებული 387 ადამიანი გაათავისუფლეს