ვენესუელაში, აშშ-ს სპეცსამსახურის თანამშრომლები დააკავეს, რომლებსაც მადუროს „შეპყრობა“ სურდათ

ვენესუელაში, აშშ-ს სპეცსამსახურის თანამშრომლები დააკავეს, რომლებსაც მადუროს „შეპყრობა“ სურდათ

1411063
ვენესუელაში, აშშ-ს სპეცსამსახურის თანამშრომლები დააკავეს, რომლებსაც მადუროს „შეპყრობა“ სურდათ

ვენესუელის პრეზიდენტმა ნკოლასმადურომ განაცხადა, რომ ქვეყანაში გადატრიალების განხორციელებისათვის და მისი „შეპყრობისთვს“  შესვლის მსურველი აშშ-ს სპეცსამსახურის თანამშრომელი 13 პირი დააკავეს. მადურომ ამის შესახებ პრეზიდენტის სასახლეში გამართული პრესკოფერენციის დროს განაცხადა. „კოლუმბიიდან, ვენესუელაში ტერორისტული აქტის განხორციელება იგეგმება. ამერიკის შეერთებული შტატები პანდემიის პერიოდს ჩვენს ქვეყანაში სისხლის დაღვრისთვის და ტერაქტის განხორციელებისთვის იყენებს. ორშაბათ დღეს 25 ათასი სპეცრაზმელის მონაწილეობით ოპერაცია დავიწყეთ. ამ დროისათვის 13 ტერორისტი იქნა დაკავებული. უსაფრთხოების ძალებმა ასევე  მასალები, რომლებიც მათ  თავიანთი გეგმის განსახორციელებლად ჰქონდათ მომზადებული ამოღებულ იქნა“, განაცხადა მადურომ.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები აშშ-ის ძალებში ერაყსა და ავღანეთში იბრძოდნენ.



მსგავსი ინფორმაციები