სპეცოპერაცია ტერორისტების წინააღმდეგ

ლიკვიდირებულ იქნა 134 ტერორისტი

1410952
სპეცოპერაცია ტერორისტების წინააღმდეგ

ნიგერიის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერმა ჯონ ენენშემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ  ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მოქმედ ტერ ორგანიზაციების ბოკო-ჰარამისა და ISWAP-ის წევრების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის დროსაც ლიკვიდირებულ იქნა მთლიანობაში 134 ტერორისტი და მათ შორის 78 ISWAP-ის და 56 კი ბოკო ჰარამის  წევრი. მისივე თქმით გახშირებული სპეცოპერაციები მიზნად ისახავს ნიგერიის ტერიტორიაზე ამ ორი ორგანიზაციის გავლენის დასრულებას და ამიტომ მათთან კავშირში მყოფი 16 ადამიანი დააპატიმრეს. “ჩვენ გახშირებული ოპერაციები 1 მაისს დავიწყეთ და ხელთ ვიგდეთ ამ ორგანიზაციების კუთვნილი უამრავი საბრძოლო მასალაც“, აღნიშნა ენენშემ



მსგავსი ინფორმაციები