ევროკომისია პრეზიდენტ ერდოღანს მადლობას უხდის
ევროკომისია პრეზიდენტ ერდოღანს მადლობას უხდის
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა კორონავირუსის საკითხებთან დაკავშირებულ ვირტუალურ საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილე პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მადლობა გადაუხადა. ლეიენმა სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით გავრცელებულ მესიჯში კონფერენციაზე მონაწილე სახელმწიფო ლიდერებს და ინსტიტუტების ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა. მან პრეზიდენტ ერდოღანს კი ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევებისთვის გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელ ღონისძიებაზე 7,5 მილიარდი ევრო იქნება შეგროვებული, რომელიც მთელ მსოფლიოში, სათანადო ვაქცინების, მკურნალობისა და დიაგნოსტიკური სერვისების შემუშავებისა და გავრცელების დაჩქარებისთვის უნდა იქნეს გამოყენებული.
მსგავსი ინფორმაციები
ნიგერიაში 10 წლის წინ ბოკო ჰარამის მიერ გატაცებული 387 ადამიანი გაათავისუფლეს
ნიგერიაში 10 წლის წინ ბოკო ჰარამის მიერ გატაცებული 387 ადამიანი გაათავისუფლეს