შაბათის თავდასხმის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა

ნოვა სკოტიაში 23 კაცი დაიღუპა

1403204
შაბათის თავდასხმის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა

კანადის პროვინცია ნოვა სკოტიაში, შაბათს განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 23-მდე გაიზარდა. ნოვა სკოტიას პოლიციის განყოფილების მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდამსხმელმა, სახელად გაბრიელ ვორტმანმა (51 წლის), რომელმაც შაბათს ღამე დაიწყო თავდასხმა და კვირას დილით დაასრულა, სულ 16 სხვადასხვა დასახლებაში მთლიანობაში 23 ადამიანი მოკლა და შემდეგ წარმოქმნილი შეტაკების დროს, პოლიციელების მხრიდან ადგილზევე იქნა ლიკვიდირებული. ეს თავდასხმა ტერორისტულად არ იქნა აღიარებული და გამოძიება გრძელდება. სხვათა შორის, ნოვა სკოტიას თავდასხმა არის  კანადის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი შემთხვევა, რომელსაც  ყველაზე მეტი მსხვერპლი მოჰყვა



მსგავსი ინფორმაციები