კალიების უპრეცედენტო შემოსევის გამო მილიონზე მეტ ადამიანს  შიმშილის საშიშროება ემუქრება

კალიების უპრეცედენტო შემოსევის გამო მილიონზე მეტ ადამიანს  შიმშილის საშიშროება ემუქრება

1397520
კალიების უპრეცედენტო შემოსევის გამო მილიონზე მეტ ადამიანს  შიმშილის საშიშროება ემუქრება

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციიდან (FAO) გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეთიოპიაში უდაბნოს კალიების უპრეცედენტო შემოსევის გამო ქვეყანაში დაახლოებით 200 ათასი ჰექტარი მიწა დააზიანა, რამაც 356 ათასი ტონა მარცვლეულის დაკარგვა გამოიწვია. მათივე განცხადებით კალიების შემოსევის გამო 1 მილიონზე მეტი ადაიანი შესაძლოა შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდეს.

შეგახსენებთ, რომ თვეებია აღმოსავლეთ აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში  კალიების უპრეცედენტო შემოსევის ფაქტები ფიქსირდება. კალიები ერთ დღე-ღამეში 150 კმ-ს გადაადგილდებიან და ყველაფერს ანადგურებენ.



მსგავსი ინფორმაციები