ფლორიდის შტატში აეროპორტში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3500 ავტომანქანა დაიწვა

ფლორიდის შტატში აეროპორტში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3500 ავტომანქანა დაიწვა

1392221
ფლორიდის შტატში აეროპორტში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3500 ავტომანქანა დაიწვა

ამერიკის ფლორიდის შტატში აეროპორტში გაჩენილი ხანძრის შედეგად გაქირავების 3500 ავტომანქანა დაიწვა.

ქალაქ ფორტ მაიერსის სამხრეთ-დასავლეთის ფლორიდის საერთაშორისო აეროპორტში გაქირავების მანქანების სადგომზე მწვანე ზონაში ხანძარი გაჩნდა.

რეგიონალური სახანძრო დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძარი პარასკევს გაჩნდა და 15 ჰექტარ ტერიტორიაზე გავრცელდა.

აქვე აღნიშნული იყო, რომ ცეცხლი თავდაპირველად 20 მანქანას მოედო, მაგრამ 3.500 მანქანა დაიწვა ხანძრის სრულად ჩაქრობამდე.

ცეცხლი აეროპორტის შენობებს გადასდებია და ხანძარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია და მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.


საკვანძო სიტყვები: #ხანძარი , #აეროპორტი , #ფლორიდა , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები